ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48413

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი მძიმე ავადმყოფობისგან განიკურნა.

1827

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1827 წლის 8 აპრილს ხაშმში დაიბადა.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1851 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩრდილოეთში მივლინებით მყოფი დეკანოზი იოანე სერგიევი საქართველოში ბრუნდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 ივლისს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრობას და იმავე საღამოს კოჯრის სააგარაკო სახლში დაბინავებას აპირებდა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 14 მაისს წყალტუბოს თემის სოფელ ხომულში დაიბადა იაკობ ფანცხავა.

1862

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე 1862 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 1-ელ ივლისს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძეს სამწერლო მოღვაწეობის 35 წლისთავი უსრულდებოდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პროფესორი ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისში იმყოფებოდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე წმ. ანას მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან გუნიასთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსიის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა შრაპნელის ტყვიით, განკურნების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში ზაქარია ჭიჭინაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა მთაწმინდაზე.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ გაიცნო ზაქარია ჭიჭინაძე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე გედევანის ძე გომართელი დასასვენებლად კისლოვოდსკში გაემგზავრა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში ვახტანგ კოტეტიშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში ბაქოდან დაბრუნებული შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი კახეთში გაემგზავრნენ წარმოდგენების გასამართად.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ კოპტონაშვილი 1866 წელს ახალქალაქის მაზრის სოფელ კოთელიაში დაიბადა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 14 ნოემბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა ბათუმის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ნიკოლოზ ლიხაჩოვის ოჯახში ცხოვრობდა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წლის ზაფხულში ვასილ კოპტონაშვილმა ცოლი შეირთო.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წელს, დაქორწინების შემდეგ, ვასილ კოპტონაშვილმა ვეღარ შეძლო ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესასვლელად მომზადება.