ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავას დააკისრა ქუთაისის სახაზინო პალატებისა და დაქვემდებარებული ხაზინების კომისრობა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1889 წლებში ქუთაისში მოღვაწეობდა ქართველ არტისტთა ჯგუფი, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა დატოვა.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ დადიანი იყო ცნობილი მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. მ. თუმანოვი თბილისის სამაზრო-საერობო კრებამ სამეფო საბჭოში წარმომადგენლად აირჩია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ მარო ბალანჩივაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ილია ზოსიმეს ძე რუხაძეს ზაფხულში ხონის თეატრის სპექტაკლებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კორნელი ლუკას ძე მაღრაძე და მ. შარაბიძე ქუთაისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწეებად დანიშნეს.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო ივანე მაჩაბელი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი იყო გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ დემურია იყო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭყონია იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯაბადარი იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ დიასამიძე იყო გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ნებიერიძე იყო ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ანდრია ღულაძე იყო საბავშვო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს სლავოჩინსკი იყო ქუთაისის გუბერნატორი.