ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50668

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1920

ტიპი: განათლება

1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ქართველოლოგი.

1907

ტიპი: განათლება

1907 და 1911 წლის დეკემბერში თბილისის გიმნაზიამ სეით იაშვილი გაგზავნა დ. მენდელეევის სახელობის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პირველ და მეორე ყრილობებზე.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენის უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით ისტორიას სწავლობდა. იგი 3-4 წელი აპირებდა სასწავლებლად გერმანიაში დარჩენას.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ოქროს მედალზე დაასრულა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსი ერმოლოვი, ვ. ხასია, ივანე ბოკერია, მ. ბოგდანოვი, ს. კვირკელიძე და ს. ჩუმაროვი თბილისის სამოქალაქო საფერშლო სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობდნენ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, პროკოფი მუჯირი ტომსკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს ალექსი ერმოლოვმა, ვ. ხასიამ, ივანე ბოკერიამ და მ. ბოგდანოვმა თბილისის სამოქალაქო ფერშლის სასწავლებელი დაამთავრეს და მეორე ხარისხის დიპლომი აიღეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს სოლომონ ლორთქიფანიძე სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილმა ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრმა სოკრატე კეშილავამ სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სამეურნეო განათლება მიიღო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს მევენახეობა და მეღვინეობა რუსეთსა და საფრანგეთში ჰქონდა შესწავლილი.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძემ პეტერბურგის აკადემია დაამთავრა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1885

ტიპი: განათლება

1885-1892 წლებში ელენე ბახტაძე ქუთაისის საქალებო გიმნაზიაში სწავლობდა. მან დაწყებითი განათლება მამის, ლუკა ბახტაძის მიერ საკუთარ სახლში დაარსებულ სკოლაში მიიღო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს გრიგოლ კვიცარიძე ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გამრეკელმა სწავლა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიაში.