ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50668

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი “Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანსა და მის ძმას ვისბადენსა და ჰამბურგში ბევრი მასწავლებელი ჰყავდა. ნიკოლოზის დედა, რომელიც ძალიან აფასებდა განათლებას, დიდ თანხას იხდიდა შვილების სწავლა-განათლებისთვის.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჰაიდელბერგში გერმანული ენის შესასწავლად ჩავიდა, უმეტესად მაინც ფრანგულად ლაპარაკობდა. იგი ფრანგულ ენას ძალიან კარგად ფლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ჰაიდელბერგში იმყოფებოდა და გერმანულ ენას სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ სამი წლის წინ დაასრულა გორის სამოსწავლო სემინარია.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ მესტიაშვილმა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკიმ დაასრულა ფრებელის პედაგოგიური კურსები.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 26 ოქტომბერს ქალაქის თვითმმართველობამ ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეს, მანდენოვისას სტიპენდია დაუნიშნა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვამ ჟენევაში საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ექვთიმე კაჭახიძე სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ანტონ ლასხიშვილი სტუდენტი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი იყო პროფესორი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიტე სვიმონის ძე ქიქოძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ქავჟარაძე თბილისის სემინარიის კურსდამთავრებული იყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო გიმნაზიის გადაწყვეტილებით კალისტრატე ცინცაძეს დაუფინანსეს სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს მიხეილ გედევანიშვილი მოსკოვში საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსკოვის უნივერისტეტის საისტორიო და საფილოლოგო ფაკულტეტი დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლორთქიფანიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ქართულ-სომხური განყოფილების აღმოსავლეთის ფაკულტეტი ნიკოლოზ იაკობის ძე მარრმა წარმატებით დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სილოვან გაბუნიას სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV განყოფილებიდან ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის პირველ კლასში უგამოცდოდ ჩარიცხავდნენ, თუ თავისუფალი ადგილი გამოჩნდებოდა. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო.