ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51810

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი არჯევანიძე ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი ოფიცერი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის მაისიდან გიორგი არჯევანიძე ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის უფროსად დაინიშნა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წლის სექტემბრიდან გიორგი არჯევანიძე ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ანდრია ბენაშვილი და პეტრე მელიქიშვილი 1918 წლიდან იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პირველი პროფესორები ბუნებისმეტყველების დარგში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვალში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით გენერალი გიორგი კვინიტაძე ახალციხის ფრონტზე გაემგზავრა და სარდლად დაინიშნა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის”, იგივე „ყარსის რესპუბლიკასთან“ ომში.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1916 წლებში ივანე ყაზბეგი 1-ელ დივიზიონს მეთაურობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 12 მაისს ივანე ყაზბეგი პირველი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 2 ოქტომბერს ივანე ყაზბეგს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 ივნისს ივანე ყაზბეგს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ივანე ყაზბეგს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურია მეთაურობდა ასეულს, შემდეგ – ბატალიონს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დიმიტრი თოფურია რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ 27-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს დავით მაჭავარიანს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს დავით მაჭავარიანს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს დავით მაჭავარიანს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს დავით მაჭავარიანს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს დავით მაჭავარიანს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 9 აგვისტოს დავით მაჭავარიანი სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 25 ოქტომბერს დროებითი მთავრობის მიერ, გიორგის სტატუტის 49-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, დავით მაჭავარიანს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.