ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51810

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი-თორელი სახელმწიფო დრამის თეატრში რეჟისორის თანაშემწე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე აკაკი ფაღავა სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლისათვის კაპიტანი იოსებ გედევანიშვილი მსახურობდა დუშეთში, ნოვობაიაზეთის ქვეითი პოლკის ასეულის მეთაურად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან იოსებ გედევანიშვილი პირველი ფორმაციის ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აღმასკომის წევრი და სოციალისტ ფედერალისტთა ბათუმის ე.წ. „პარტიზანული რაზმის” მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის აგვისტოდან იოსებ გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დასაწყისიდან იოსებ გედევანიშვილი აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის გენერალ გუბერნატორად და ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში იოსებ გედევანიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დეკემბრიდან იოსებ გედევანიშვილი ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვლიდან, რუსული ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის დაწყების საშიშროებასთან დაკავშირებით, იოსებ გედევანიშვილი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში იოსებ გედევანიშვილი სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926-1928 წლებში იოსებ გედევანიშვილი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის დირექტორად მუშაობდა.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1929 წლებში იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული იყო.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1939 წლებში იოსებ გედევანიშვილი საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.