ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48576

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფილიმონ ნიკოლოზის ძე სირაძე მუშაობდა 1913 წელს დაფუძნებულ ცხინვალის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჰაი-კანუშა ელიზბარის ასული ივანოვი , მუშაობდა 1913 წელს დაფუძნებულ ცხინვალის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტავროპოლის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონსტანტინე ბურდღუს ძე ინჯია ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ერმილე კალისტრატეს ძე გაბიანი ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ივანე პეტრეს ძე მუსერიძე ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რაჟდენ იოსებს ძე ჭეიშვილი ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვარლამ ბესარიონის ძე მახარობლიძე ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული თედორე ანტონის ძე ანთელიძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იოსებ გლახუას ძე დიდია 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კომერციული ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი თეოფილე ანთიმოზის ძე კალანდაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული სადიკო მელიტონის ასული ვაშაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებული თეოდორე თეოდორეს ძე ჩუდევი 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე გიორგის ძე კავსაძე 1904 წელს დაარსებული ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე მუშაობდა 1904 წელს დაარსებულ ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ექიმად.

1920

ტიპი: თანამდებობა

სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 17 ივნისის N78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ბ. შარაშენიძე მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ლ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა. 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 19 ივნისის N70 ბრძანებით საქართველოს მუზეუმის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი ეთნოგრაფია-არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N145 ბრძანებით, ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის ბეროზაშვილის გიმნაზიის ფრანგული ენისა და უმცროსი მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 19 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მასწავლებელ ვერა გიორგის ასულ აბაზაძეს მისწერა, მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე მოსალაპარაკებლად დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N76 ბრძანების თანახმად, თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის მასწავლებელს ლიუდმილა დანელიას საშუალო სასწავლებლის ისტორიის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს აუწყა, რომ იმავე წლის 20 სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო ვერა გიორგის ასული აბაზაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი გერმანიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N72 ბრძანების თანახმად ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელს ბაბილინა კლდიაშვილს საშუალო სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 ივნისის N73 ბრძანების თანახმად თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგს ანტ. ფაღავას უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ქრთული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.