ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო ღარიბი ოჯახიდან.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვანო ღლონტი დაიბადა სოფ. მელექედურში 1895 წელს.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი სოფლის მეურნეობას მისდევდა.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლადო გიორგობიანი დაიბადა 1899 წელს.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეგნატე გაბლიანი დაიბადა 1883 (1881?) წელს სვანეთში, მულახის საზოგადოების ისტორიულ სოფელ ზარდლაშში.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ ჩიტაიშვილი დაიბადა 1898 წელს ოზურგეთში, გლეხის ოჯახში.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კოტე აფხაზი დაიბადა თელავის მაზრის სოფელ კარდენახში, 1867 წლის 17 ნოემბერს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში (№128) შეყვანილი იყო 34 წლის ვასილ არისტიდის ძე კიკვაძე, თუმცა სახელის გვერდით კალმით გაკეთებულია მინაწერი „არა“.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში შეყვანილი იყო 42 წლის სარდიონ ამინის ძე თევზაძე, თუმცა დოკუმენტის ორიგინალზე კალმით გაკეთებულია მინაწერი: „ის არ არის“.

1871

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ გედევანიშვილი დაიბადა 1871 წლის 2 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნესტორ გარდაფხაძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის მაზრაში და ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრაში.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მათე კერესელიძე წარმოშობით რაჭის მაზრის სოფელ სადმელიდან იყო.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს თბილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ საღოლაშენში.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სტეფანე ახმეტელაშვილი დაიბადა 1869 წლის 6 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში.