ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48618

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

ხაშურის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აუწყეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის შტატის მასწავლებლად 1920 წლის 1-ლი იანვრიდან ლუბა აბრამიშვილს დაამტკიცებდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მთავარგამგის 1918 წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების მიხედვით, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი მიხეილ აბრამიშვილი 1-ელი ნოემბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 ოქტომბერს მიხეილ აბრამიშვილმა უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილების სწავლადამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი დანიშნეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის ბრძანების თანახმად (29 ოქტომბერი N67) გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის N67 ბრძანებით გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი გადაიყვანეს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დერპტის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის კურსდამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგის ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის 1918 წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელი მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად 1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბრამიშვილის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ ინახებოდა N423 საქმეში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელ ი. მ. მაჩაიძის განცხადება, რომ აიყვანს მოწაფეებს განმეორებით გამოცდებზე მოსამზადებლად მათემატიკასა და ენებში. პლეხანოვის პრ. და ალექსიძის ქუჩის კუთხე N25-5.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ივანე ბოკერიას განცხადება, რომ პლეხანოვის (მიხეილის) პროსპ. N141-ში მკურნალობს ქირურგ., ქალის სნეულებებსა და სხვ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის 10 სექტემბრამდე სავლე აბულაძე კიცხის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ბ. ი. ოქროპირიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან სნეულებიან ავადმყოფებს რტიშჩევის ქ. N22-ში (სოლოლაკი).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. მ. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ იღებს ავადმყოფებს გრიბოედოვის ქ.N4-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 122 ბრძანებით ბ. მიხაილოვი 1918 წლის 11 ნოემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N11 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ექიმი ს. ე. ტერტეროვი გუბერნიის ფერშალთა პროტესტის მიხედვით სამსახურიდან გადადგა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ჩერქეზოვა თამარა ზახარის ასული. ის იყო ისტორიის, რუსულისა და ფრანგული ენის მასწავლებელი და თანამდებობაზე რიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 14000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 32400 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 46800 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო როსტოვცევა ნინა ალექსის ასული. ის იყო ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებელი და თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 7000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 21200 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 30000 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო არხანგელსკაია ალექსანდრა მიხეილის ასული. ის იყო რუსული ენისა და არითმეტიკის მასწავლებელი და საბავშვო ბაღის გამგე. თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 12000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 25800 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან გადავიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, ალექსანდრა მიხეილის ასული არხანგელსკაია, პეტროგრადის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის, ძერწვისა და ხატვის მასწავლებელი ეკატერინა პეტრეს ასული არგუტინსკაია თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი ივლისიდან და წლიური ხელფასი 1919 წლის 31 აგვისტომდე ჰქონდა 8600 მანეთი, 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე – 22000 მანეთი, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 33900 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით,ნიკოლოზ ნიკიტის ძე ფილი სოხუმის პირველი გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელი იყო. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან. მას წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 1800 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 6000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 9000 მანეთი.