ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1900

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებულმა თედო სახოკიამ იქაურ საანთროპოლოგო სკოლაში დროებით შეჩერებული სწავლა განაახლა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს საფრანგეთში წასვლისას მან ანთროპოლოგია აირჩია შესასწავლად, რადგან ადრეული ასაკიდან აინტერესებდა ბიოლოგია, ყოველივე ორგანული არსისა და უმთავრესად, ადამიანის წარმოშობის ისტორია.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს საფრანგეთში წასვლისას მან ანთროპოლოგია აირჩია შესასწავლად, რადგან ადრეული ასაკიდან მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეთნოგრაფია თავის სპეციალობად გაეხადა.

1899

ტიპი: განათლება

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპლოგო სკოლაში გატარებული ოთხი წელიწადი თედო სახოკიას ცხოვრების საუკეთესო, უტკბესი დრო იყო.

1899

ტიპი: განათლება

1899-1903 წლებში თედო სახოკიაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პარიზის საანთროპლოგო სკოლის პროფესორთა მიერ წაკითხულმა ლექციების კურსმა.

1899

ტიპი: განათლება

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპლოგო სკოლის პროფესორთა დახმარებით თედო სახოკიამ ნათლად დაინახა ის გზა, რომელიც კაცობრიობამ განვლო დასაბამიდან პროგრესითა და მიღწევებით გაჯერებულ თანამედროვეობამდე.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი ფლობდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

1937

ტიპი: განათლება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მას საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1937

ტიპი: განათლება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, ის ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის პირველი მასწავლებელი, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა 1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ, ვასილ ბარნოვი იყო.

1877

ტიპი: განათლება

1877-1883 წლებში შიო არაგვისპირელი სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს გამოცდის შემდეგ შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღეს.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელთან ერთად ჩარიცხულთაგან ყველაზე მეტი მოსწავლე ქუთაისიდან იყო.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის თქმით, 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯოჯოხეთური პირობები იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს კვირაში ცხრა-ცხრა გაკვეთილი ჰქონდა ბერძნულსა და ლათინურში.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებლები ყოვლად შეუწყნარებელნი იყვნენ.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს ბერძნული ენის მასწავლებელი ხშირად უწერდა ორიანს.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამ მხედრული და ხუცური ასწავლა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი აბაშიძეების შვილებთან ერთად სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი სუჯუნასა და ძირულას სკოლებში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი მეტად იტანჯებოდა თავისი სიკოჭლის გამო.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა მოუხეშავი ქცევისა და გაუთლელი ყოფილა, რითაც გამოირჩეოდა გიმნაზიაში მოსწავლეთაგან.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში იგი ისე დაუტანჯავს ბერძნული ენის მასწავლობელს, რომ რაღაც დროის მერე საერთოდ შეშვებია ბერძნულს და სემინარიის დამთვარებამდე აღარ მობრუნებია ამ საგანს, თუმცა ოთხზე ნაკლები ნიშანი არასდროს აღარ ჰქონია.

1890

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში შიო არაგვისპირელმა უკვე კარგად იცოდა უცხო ენები.