ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 9 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო აკაკი გიორგის ძე აბულაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 10 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის ბრძანებით, გიორგი დავითის ძე აბულაძე გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა N77 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ გიორგი დავითის ძე აბულაძეს მიანიჭა საშუალო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის წოდება და დაამტკიცა თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ N33 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად დანიშნა გიორგი დავითის ძე აბულაძე 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმის მწარმოებელი ი. ეპიტაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების გამგის 1918 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის ქალთა II გიმნაზიის საღვთო სჯულის ყოფილი მასწავლებელი ნიკოლოზ შიოს ძე ბარნაბიშვილი ვაჟთა II გიმნაზიაში იმავე საგნის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით სოფიო ასლანის ასული ბუტულაშვილი ქუთაისის ,,სინათლის" გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ყარსის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელი ა. მ. ოლეტიანცი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით მ. გ. მუჩაიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის (ყოფილი ქალთა კურსები) პროფესორი – სელიხანოვიჩი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ფილოსოფიური პროპედევტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ილია გიორგის ძე სეხნიაშვილი თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, რიფსიმე ასლექსანდრეს ასული ოვსეფიანი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის საანბანო კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია მ. ხრისტოლუბოვი თბილისის ,,ახალი სკოლის,, გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით დეკანოზი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ტიტე კახიძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ლადო დავითის ძე გუდიაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მარიამ დავითის ასული ფურცელაძე თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ლიუბოვ ზავრიევა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, მღვდელი სამსონ თათარაშვილი ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.