ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1886

ტიპი: განათლება

1888 წელს კოტე აფხაზმა პავლეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს კოტე აფხაზმა ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში დაასრულა სწავლა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში იოსებ გედევანიშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში იოსებ გედევანიშვილმა პავლეს პირველი სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1924

ტიპი: განათლება

ალექსანდრე ჩიქავა 1924 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყო.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ზაქარია ყიფშიძემ პირველი თანრიგით დაასრულა საინტენდანტო სასწავლებელი.

1870

ტიპი: განათლება

სტეფანე ახმეტელაშვილმა დაწყებითი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო, 1870-იან წლებში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სტეფანე ახმეტელაშვილმა დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი უკრაინაში, ქალაქ სუმიში.