რეგისტრირებული ფაქტები46417
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივნისიდან აგრაფინა ბერიძე ხონის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძის 1918 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით (N183) 1-ელი იანვრიდან გიორგი ბერიძე ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1918 წლის 18 ივლისის ბრძანებით (N16) გიორგი მიხეილის ძე ბერიძე 1-ელი იანვრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
აკაკი ჩხენკელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1904 წლებში აკაკი ჩხენკელი აფხაზეთში ვექილად მუშაობდა, მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმეებში, ებრძოდა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას, რისთვისაც იგი კავკასიიდან გადაასახლეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-1916 წლებში აკაკი ჩხენკელი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრია. სათათბიროში მისი მთავარი საქმიანობა საგარეო პოლიტიკაა. ამავე დროს ფრაქციის წარმომადგენელია რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ცენტრალურ ორგანოებსა და სოციალისტურ ინტერნაციონალში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს რუსეთის დროებითმა მთავრობამ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად (ოზაკომი) დაინიშნა. მან შეცვალა მეფისნაცვალი თბილისში. ა. ჩხენკელი განაგებდა საშინაო საქმეებს, ამავე დროს ამიერკვკასიის ანალოგიურ ორგანიზაციებში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი რუსეთის წინასწარ პარლამენტშიც („პრედპარლამენტში“) აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში, რომლის დათხოვნის შემდეგ რჩება ამიერკავკასიის სეიმისა და კომისარიატის წევრად და განაგებს ჯერ საშინაო და შემდეგ საგარეო საქმეებს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე იყო ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დროს ტრაპიზონსა და ბათუმში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს აკაკი ჩხენკელი არჩეულია ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N50 ბრძანების მიხედვით, თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი /დაქირავებული/ იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დაამტკიცეს სასწავლებლის ქართული ენის შტატის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ხელს აწერს განათლების მინისტრის ნაცვლად მდივანი, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებლის ნაცვლად ნ. ჩიმაკაძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აკაკი ჩხენკელი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოშია და მუშაობს დამფუძნებელ კრებაში, სადაც ის თავმჯდომარეობს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას. იმავე წელს იგი აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული ცეკას წევრად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს აკაკი ჩხენკელი ინიშნება სრულუფლებიან ელჩად პარიზში, რომსა და ლონდონში. მას მიანდეს საქართველოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობა დასავლეთ ევროპაში. ამ წლიდანვე იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივლისის „ერთობა“ უწყება, რომ მიწათმოქმედების და გზათა მინისტრი ნ. ხომერიკი დასასვენებლად წავიდა. მიწათმოქმედების მინისტრის მოვალეობის შესრულენა დაევალა მინისტრის მოადგილე ი. მ. მალანიას, გზათა მინისტრისა – გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბ. ჭიჭინაძეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ ერობათა კავშირის კომიტეტის ორკვირეული ჟურნალი „ერობა“ მომდევნო ნომრიდან განახლებული რედაქციით გამოვიდოდა. ჟურნალის ხელმძღვანელად და რედაქტორად მიწვეულები იყვნენ: გრ. ლორთქიფანიძე და პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე იყო ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N77 ბრძანებით პორფილე ივლიანეს ძე დგებუაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 8 აგვისტოს თბილისში დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა აკაკი ჩხენკელის სახელზე გასცა მოწმობა კომიტეტის წევრობისა და მინიჭებული უფლებების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს, კომიტეტის თავმჯდომარის ნაცვლად, მიხეილ პაპაჯანოვმა და ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის საქმეთამმართველმა სოშუმადოვმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N73 ბრძანებით ვლადიმერ ალექსის ძე ლებედევი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N74 ბრძანებით თბილისის რეალური სასწავლებლის ყოფილი პედაგოგი ნინო ვასილის სული აკოფოვი მეხუთე გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N74 ბრძანებით ვერა ისოების ასული ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის" საზოგადოების ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N75 ბრძანებით ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად ქ. ნასარიძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N58 ბრძანებით, ვახტანგ კოტეტიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.