რეგისტრირებული ფაქტები51888
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 14 სკოლა ჰქონდა. გერგეთის, გომარეთის, საგურამოს, ყალამშიის, ბათუმის, ბაქოს, თელავის, კავკავისა და სოხუმის სკოლებს საზოგადოება სრულად აფინანსებდა. წინარეხის, გიორგიწმინდისა და ნავთლუღის სკოლებს – ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამზადებელ სკოლასა და მის განყოფილებას სენაკში ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ინახავდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელთა უმცირესი ჯამაგირი წელიწადში 360 მანეთით განისაზღვრა, ყოველი სამი წლის ნამსახურობის შემდეგ ემატებოდა 60 მანეთი, ვიდრე 600 მანეთამდე.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს როტმისტრი მამია დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის თბილისის ვერის ბიბლიოთეკას 103 ხელმომწერი ჰყავდა, მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 7 წიგნი, 1381 მოთხრობა და პიესა, 124 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 22 – საბუნებისმეტყველო, 40 – სასოფლო-სამეურნეო, 327 – საზოგადოებრივი და 251 ჟურნალი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: ყვირილის განყოფილების – დაბა ყვირილაში, ჩხარში, ხარაგაულში, ღორეშასა და მუხურში. ხონის განყოფილებისა – ხონში, მათხოჯში, ნოღალევსა და გუბში.
1883
ტიპი: ორგანიზაცია
1883 წელს პავლე გიორგის ძე გვრიტიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე აბაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვერის ბიბლიოთეკას 6737 ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ოსი, ბერძენი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 921 მანეთსა და 20 კაპიკს, გასავალი – 569 მანეთსა და15 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მათხოჯის ბიბლიოთეკას 105 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 69 მანეთსა და 20 კაპიკს, გასავალი – 86 მანეთსა და 75 კაპიკს.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს პეტრე გრიგოლის ძე ნაკაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის სამკითხველოში 629 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 13 ეგზემპლარი, სიტყვაკაზმული – 218, ისტორიულ-გეოგრაფიული – 122, სასოფლო სამეურნეო – 106, საბუნებისმეტყველო – 54, ასევე ჰქონდათ 174 სხვადასხვა სახის გამოცემა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს დიმიტრი გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის სამკითხველოში 1025 წიგნი ინახებოდა, აქედან 280 იყო ქართულენოვანი, 645 კი – რუსულენოვანი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ უდის ბიბლიოთეკას 880 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 39 მანეთსა და 25 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ნოღას (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) ბიბლიოთეკას 749 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 78 მანეთსა და 26 კაპიკს, გასავალი – 73 მანეთსა და 65 კაპიკს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ალექსანდრე ლევანის ძე ყანჩელი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მარტყოფის ბიბლიოთეკას 1357 ქართველი, რუსი, სომეხი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 13 მანეთს, გასავალი – 14 მანეთსა და 62 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის ბიბლიოთეკას 4238 ქართველი, რუსი, სომეხი და ბერძენი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 447 მანეთსა და 24 კაპიკს, გასავალი – 425 მანეთსა და 33 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის ბიბლიოთეკას 3276 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავალი 120 მანეთს შეადგენდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის ბიბლიოთეკას 4048 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 464 მანეთსა და 34 კაპიკს, გასავალი – 452 მანეთსა და 75 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდუბის ბიბლიოთეკას 4099 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 278 მანეთსა და 40 კაპიკს, გასავალი – 303 მანეთსა და 40 კაპიკს.