ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სოფიო ბუტულაშვილმა დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის 9 კლასი.

1920

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, შალვა ბესარიონის ძე გაბადაძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.

1920

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, შალვა ბესარიონის ძე გაბადაძე სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში, მე-3 კურსზე ყოფნისას სწავლას თავი დაანება საერთო პოლიტიკური მიზეზების გამო.

1919

ტიპი: განათლება

სპირიდონ გაბელაშვილმა სწავლა დაამთავრა გორის საოსტატო სემინარიაში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის ნოემბერში ერმილე კალისტრატეს ძე გაბიანმა დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს ივლიანე გვადის ძე გაბუნიამ ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის ივნისში ივლიანე გაბუნიამ მოისმინა ქ. ქუთაისში სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილი საზოგადო განათლების კურსები.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებლების მთავარ გამგეს თხოვნაში სწერს, რომ ნიკოლოზ ალავიძე სწავლობდა ლეობენის სამთო აკადემიაში ორწელიწადნახევარი. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი იოსელიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ლიდია ანტონის ასული პაპასკირი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 დეკემბერს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროში უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა იყო კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.

1919

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიამ თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი დაამთავრა.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

მასწავლებელ გარდავაძეს ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ სხვა ქართველი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდათ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ვ. ჩიტაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 (ყოფილი სათავადაზნაურო) გიმნაზია დაასრულა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 28 ივნისს ანა გიორგის ასულმა ალშიბაიამ პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და ფრანგული ენის კურსები „ალიანსი“ დაამთავრა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრა ალის ასულმა გარდაფხაძე-ქიქოძემ დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის რვა კლასი.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილმა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.