ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეკატერინე გაგოშიძის მშობლები იყვნენ: პოლიევკტოს სოფრომის ძე გაგოშიძე და მატრონა იაკობის ასული.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 19 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე კოლერნიკოვი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ვასილ პეტრეს ძე პოროხი შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, ანტონ თეოდოსის ძე გოდენკო შტატგარეშედ დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

განათლების მინისტრის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, სასწავლებლების გაეროვნების გამო, თბილისის საოსტატო ინსტიტუტის მასწავლებელი, კ. გ. ურუსოვი შტატგარეშედ დარჩა.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში მყოფმა დავით შარაშიძემ გაზეთ „კომუნისტში“ ნახა ივანე ბოლქვაძის გარდაცვალების ცნობა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პლატონ გერასიმეს ძე გამზარდიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის მაისში დავით შარაშიძის ვაჟი, გიორგი (გოგი) შარაშიძე ყვავილზე აცრეს.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.

1893

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1891 წლის 3 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი და წლიური ჯამაგირი ჰქონდა 6458 რუბლი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის აგვისტოს სასწავლებლის დახურვის გამო შტატგარეშედ დარჩენენ ქობულეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები: იულია გვახარია-ულინსკაია, ზაქრო ონისიმეს ძე წულაძე, მარიამ კონსტანტინეს ასული ესაკია.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 10 ივლისს თამარ მურადიანი, ანნა სარქისიანი, ანნა ხოდმაინი, არმენ ბაბაჯანიანი, მარგარიტა ბაბაიანი, ლუსია და ნინა ბაღდასარიანები, ლაურა ისრაელიანი, ტერეზა ტერ-ავაკიანი, ვარდო ტერ-აკოფიანი, აშხენ ტერ-სიმონიანი, არმენიკ ტერ-ვოსკანიანი, ნინა გალეთიანი, ნუნე ბარდანიანი, არუსიაკ ტერ-მარკოსიანი, აიკანუშ კეშიმანი, ფლორა ცოკომინი, არუსიაკ მურადიანი, სოფია შალიანი, რუზანა გაეფარიანი, ა. შამგორიანი, ა. ბახჩინანი, ე. აკოფიანი და გ. კარახანიანი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდნენ.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.