რეგისტრირებული ფაქტები48899
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ სექტემბერს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1919 წლის 2 სექტემბერს ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 167 ბრძანებით ომელჩენკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის მუსიკის პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ 1905 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების სარბიელზე და გავლილი ჰქონდა სახალხო სკოლების ყველა საფეხური. იგი დაბლიდან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გადარიცხეს მაშინ, როცა ორკლასიანი სასწავლებელი გარდაქმნეს უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ გასულ წელს შუამდგომლობა სთხოვა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს, რათა მასწავლებლად დაემტკიცებინათ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით დამტკიცებულია თბილისის ელინთა გიმნაზიაში დირექტორის თანამდებობაზე ,ასევე არითმეტიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად ნალპანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით სინგარევო თბილისის ელინთა გიმნაზიაში ბერძნული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით სევასტიანოვი თბილისის ელინთა გიმნაზიაში არითმეტიკის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით, ვარუხა თბილისის ელინთა გიმნაზიაში გალობისა და ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით ტილიკოვი თბილისის ელინთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N169 ბრძანებით კასრაძე დამტკიცებულია ქართული ენის პედაგოგად თბილისის ელინთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 169 ბრძანებით ა. გ. ზიზილასი თბილისის ელინთა გიმნაზიაში ფარანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N170 ბრძანებით, ს. კიღურაძე თბილისის ებრაელთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით გაიანე ანტონის ასული ლომოური-მელითაურისა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 170 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგი ვერა ფრიცლერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 173 ბრძანებით, გრიგოლ მიხეილის ძე ვართანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N174 ბრძანებით დანიშნულია გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული ორკლასიანი სკოლის პედაგოგად ი. გ. კოპინაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია და რა თანამდებობები ეკავა თითოეულ მათგანს.
1918
ტიპი: თანამდებობა
რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ალ. გვახარიამ სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ 11 სექტემბრიდან რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შიო დედაბრიშვილი დუშეთის მაზრის ბეითალად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 175 ბრძანებით, ვერა იერემიას ასული ქავთარაძე-განგესოვისა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით (N178) ბარბარე ფარცხალაძე დროებით ხონის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.