ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48943

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 აგვისტოს თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში მუშაობდნენ: ი. ნოვოსელოვი – დირექტორი, საღვთო სჯულის პედაგოგები – ლ. ლევტონოვი, ი. მირიანოვი, ვ. ტერ-გევორქიანი, ტომაშევსკი, მაიერი, პ. პრილინკო, რუსული ენის პედაგოგები – ნ. გოროდეცკი, ბ. კარლოვიჩი, ლათინური ენის –ა. თათარინოვი, ნ. რომანოვსკი, გერმანული ენის – ა. ვალინგი, ო. მიულბაუმი, მათემატიკის – ფ. დაილიდი, ფიზიკა– ნ. სუდაკოვი, გეოგრფიის– ა. სარაჯიევი და ფრანგული ენის მასწავლებელი ე. თიმირნზაევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 აგვისტოს თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდნენ: ფილიპე მგელაძე, გ. მათეშვილი და მაქსიმე ბერძნიშვილი; მოსამზადებელი კლასის პედაგოგი იყო ი. იშმარიტოვი. სომხურ ენას ასწავლიდნენ ი. აბაზოვი და მ. აბეგიანი, აზერბაიჯანულს — მ. ომარბეგოვი, მუსიკას — მ. ლიუბიჩი, ხატვას — კ. ოგაჯანოვი, კლასის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო ვ. ტიჩინსკი, მბეჭდავი — ა. დობროვსკი, მბეჭდავის თანაშემწე — ა. სინიცინა. სასწავლებლის ექიმი – ვ. მირაქოვი; დარაჯები ტ. მედვედი და ტ. პიტიკი იყვნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის მარტში განათლების სამინისტროში შიკრიკის თანამდებობას ითხოვდნენ შემდეგი პირები: იოსებ ანდრიას ძე მერკვილაძე, სტუდენტი კიტა მეგრელიძე და ნინა ნაცვალოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის 1918 წლის ბრძანებით, მიხეილ შალამბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკური ფაკულტეტის ასისტენტად დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 სექტემბერს მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 ნოემბერს სამხედრო იურიდიული აკადემიის კურსდამთავრებული ბ. ი. დუბროვსკი, კ. ე. კაპუსტინი, მ. ი. დიაჩკოვი და კ. ი. ერზიკიანცი თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 ნოემბერს ნ. ა. კორჟევსკი, ა. ფ. პოტენკოვსკი, ა. ვ. სიუძიკი, ა. გ. მამულაშვილი და ნ. ბ. ტახუმოვა თბილისის ფონ-ბრენერის სახელობის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ე. პ. გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგ. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა – ნოე ვ. რამიშვილი, საგარეო – აკაკი ი. ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლების – უსუბეკოვი, მიმოსვლის – მელიქ ასლანოვი, იუსტიციის – ხან-ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გადჟინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაზაჩ-ნუნი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახალხო განათლების სამინისტროს პირადი შემადგენლობა: უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ვიცე-დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე, საქმისმწარმოებლები: კონსტანტინე აბაშიძე, ლავრენტი ჩიმაკაძე და მაქსიმე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: სასწავლებლის დამფუძნებელი, ალგებრა-გეომეტრიის პედაგოგი ივანე მარკოზის ძე მაჩაიძე, რუსული ენის პედაგოგი აპოლონ ტიტეს ძე სამსონია, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი, ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის პედაგოგი კირილე სპირიდონის ძე კელენჯერიძე და ფრანგული ენის პედაგოგი პორფირე იულონის ძე დგებუაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს თბილისის მაჩაიძის სახელობის სრულუფლებიან გიმნაზიაში მუშაობდნენ: ანტონინა მიხეილის ასული გლებოვა – გერმანული ენის პედაგოგი; სიმონ ივანეს ძე გზელიევი – ალგებრა, გეომეტრიისა და კოსმოგრაფიის პედაგოგი; ალექსანდრე გიორგის ძე ნამორაძე – ლოგიკისა და ფსიქოლოგიის პედაგოგი; ბორის თედორეს ძე გლებოვი – რუსული ენის IV-V კლასების პედაგოგი; ილია გრიგოლის ძე დენისოვი – გერმანული ენის პედაგოგი; მარფა ჯაშიტოვა – რუსული ენის I-II კლასების პედაგოგი; ვასილ მაქსიმეს ძე ივანოვი – გეოგრაფიის პედაგოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ შვლისყურში გაიხსნა სკოლა, რომელშიც დიმიტრი ზიზიკაშვილი ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ახალსოფელში გაიხსნა სკოლა, სადაც მიხეილ გარდანოვი მასწავლებლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ყელქცეულაში გაიხსნა სკოლა, რომელშიც ლავრენტი პეტრიაშვილი ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ბარნაბიანთ-კარის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ელენე ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სვენეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლუარსაბ შატბერაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სასირეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ლავრენტი ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს აშხენ ჯანიბახჩიევა გორის მაზრის სოფელ აბისის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ალექსანდრა სიმონიშვილი გორის მაზრის სოფელ ქემერტის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გიორგი შავიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. ახალციხის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გერასიმე გაგაევი სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ რუსთავის ახალგახსნილი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს ვასილ ხაბურზანია სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფ. კორტანეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს თბილისის მეოთხე პროფესიულ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: სასწავლებლის გამგე ნადეჟდა ვასილის ასული შატბერაშვილი, ლუარსაბ სოლომონის ძე შატბერაშვილი, ალექსანდრა სოლომონის ასული ჯანელიძე, დომენიკ ივანეს ძე გოგიჩაძე, ნადეჟდა მირიანის ასული ახვლედიანი, მარიამ დავითის ასული ნასიძე, ვასილ ივანეს ძე შანინი, ანა იოსების ასული თოურაშვილი, ნინო ილიას ასული კობახიძე, ანტონინა ბესტაევა, ეკატერინე ნიკოლოზის ასული მაჩაბელი, ოლღა ივანეს ასული მურადაშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე აბაზაძე, კონსტანტინე ხარიტონის ძე ჩარკვიანი და სოფო ალექსის ასული არბოლაშვილი.

პირები
წყარო