რეგისტრირებული ფაქტები51489
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მსმენელმა ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა დიდებულიძემ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნინო ონისიმეს ასულმა სვანიძემ, გიმნაზიის კურსდმთავრებულმა ელისაბედ ვასილის ასულმა ფავლენიშვილმა, განჯის გიმნაზიის პედაგოგებმა ალექსანდრე ფირცხელეიშვილმა (ისტორია და ლათინური ენა) და იაკობ გრიგოლის ძე მურადოვმა, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თამარ მიხეილის ასულმა სარაჯიშვილმა, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატმა ემილია ავგუსტის ასულმა ფოლდიაკმა, მთარგმნელმა თამარ იროდიონის ასულმა ოქროპირიძემ, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელმა ოლღა ჩარკვიანმა და არისტო ჭუმბაძემ განათლების სამინისტროს შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა-წერეთლისამ, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო, განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელობაზე თავისი კანდიდატურის განახლება სთხოვა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 29 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ ბათუმის ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა მადლობას უხდის ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძეს, რომელმაც საბჭოს ათასი მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დაიბადა 1885 წლის 5 ნოემბერს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი მართლმადიდებელი იყო.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1908 წელს ქართველი სტუდენტი ევგენი გიორგის ძე გუგუშვილი მოსკოვში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ლუჟნეცკაია, ძმები სმირნოვების სახლი, ბინა 7.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებებს ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ფილიალის წევრის, ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილის მისამართი აზერბაიჯანში იყო: ბალახანის ქუჩა, გაჯინსკის სახლი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ თანამშრომელი მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, წინარეხის სკოლის მასწავლებლის ივანე გიუნაშვილის თვიური ანაზღაურება 9 მანეთი და 17 კაპიკი იყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი 44 წლის იყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი იოსებ ივანეს ძე ოცხელი იყო 39 წლის, დასაოჯახებელი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი თომა აბრამის ძე მთავრიშვილი 44 წლის იყო. ჰყავდა ორი შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე იყო 45 წლის და ჰყავდა ერთი შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი, მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 47 წლის იყო. ჰყავდა ცხრა შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი სილოვან თომას ძე ხუნდაძე 44 წლის იყო. ჰყავდა ექვსი შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ე. ა. ყაზახიშვილი იყო 25 წლის, დასაოჯახებელი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე 37 წლის იყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი იყო 25 წლის, დასაოჯახებელი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის პედაგოგი თედო რაზიკაშვილი 35 წლის იყო. ჰყავდა ოთხი შვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი არსენ სიმონის ძე წითლიძე 43 წლის იყო. დაოჯახებული.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე 29 წლის იყო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი ესტატე ბესარიონის ძე შუშანია იყო 34 წლის. დასაოჯახებელი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის პედაგოგი ლავრენტი დავითის ძე აგლაძე 48 წლის იყო. ჰყავდა სამი შვილი.