ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49156

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მდივანი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე იყო ივანე მერაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში მოსამზადებელ განყოფილებაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 ოქტომბერს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს გამგეობას – გაათავისუფლონ როგორც მმართველობის წევრობიდან, ისე ხაზინადრობიდან, რადგან მოუცლელობის გამო მას აღარ ძალუძს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.

1918

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტრო სწერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს ივანე გაჩეჩილაძეს, რომ ქსენოფონტე გაჩეჩილაძე დაინიშნა გიმნაზიის საქმისმწარმოებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე გაჩეჩილაძე სწერს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასწავლებლის კანცელარიის შტატის საქმისმწარმოებლად მიიწვია ქუთაისის სახაზინო პალატის უფროსი ბუღალტერი და მესამე განყოფილების უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებელი ქსენოფონტე გაჩეჩილაძე, რომელიც ქუთაისის პალატის გაუქმების შემდეგ შტატის გარეშე დარჩა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძესა და სილოვან თომას ძე ხუნდაძეს ატყობინებს, რომ სამივე არჩეულია დამხმარე წევრად ქ. ქუთაისში და სთხოვს თავად აირჩიონ თავმჯდომარე, რომლის სახელზეც შესაძლებელი გახდება საქმიანი მიმოწერის გამართვა. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად.

1907

ტიპი: თანამდებობა

სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილს, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელს, სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა 1907 წლის 26 იანვრიდან დაწყებული ყველა ნამსახური წელი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 26 იანვრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი ყოფილ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 აპრილს განათლების სამინისტრო სწერს სოხუმის რეალური სასწავლებლის დირექტორს, რომ მასწავლებელი დიმიტრი გულია, მისი თხოვნის თანახმად, გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი იანვრიდან კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის შტატის მასწავლებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 25 სექტემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს სწერს: ყველა კლასს საკუთარი დამრიგებელი არ ჰყავს, რადგან მასწავლებელთა საჭირო რაოდენობა არ არის, ამიტომ ერთ-ერთი კლასის დამრიგებლად, დამრიგებლის თანაშემწე, კონსტანტინე ორჯონიკიძე დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 11 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის სკოლის მასწავლებლები იყვნენ: ზაქარია აღნიაშვილი და დათიკო მინდელი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ატენის სკოლისათვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ ატენის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ მაქსიმე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლისათვის ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თავად მინგრელსკის მამულის გამგე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მას მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება ჰქონდა და სთხოვა შტატში ჩაერიცხა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შტატში ჩარიცხვა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში N49 ბრძანებით, მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი 10 ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.