ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ერთ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ორ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა კი – შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიაჩნდა მისი დატოვება მე-8 გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 21 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლების მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პირები: გ. ვ. ისრაელიანცი, ს. რ. მელქუმოვი, ს. მ. კასიმოვი, ბ. ი. პირუმოვი, ე. ნ. ტერ-მიქაელიანი, ანდრიას-ბეგ სერებრიაკოვი, პ. ნ. ტერ-ნერსესოვი, ნ. გ. ხოჯაევა, ი. გ. მურადოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ: ა. პ. მატინოვა, ა. მ. მირონოვი, ლ. უ. დაშკევიჩი, ი. ფ. სტეგერი, დ. პ. ბუდარინი, ლ. ვ. სოროკინი, ვ. ი. ლოზა, ა. გ. ტერ-მატევოსოვი, პ. გ. ალექსანდროვი, მ. მ. მირონჩენკო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგები – ელენე მიხეილის ასული მამულაშვილი-ლავროვსკისა, ქეთევან მიხეილის ასული ჯავახიშვილი და მარია რომანის ასული ღვინიაშვილი განათლების სამინისტროს სწერენ, რომ ისინი სასწავლებლიდან უმიზეზოდ დაითხოვეს და სათანადო რეაგირებას სთხოვენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 აგვისტოს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ალექსანდრა ფონ-კრისტი მუშაობდა სასწავლებლის უფროს ქალად, სტეფანე ისაკის ძე ტერ-სააკოვი – სომხური საღვთო სჯულის, ნატალია მიხეილის ასული სიდამონ-ერისთავი – რუსული ენისა და ლიტერატურის, მარიამ სპირიდონის ასული მენაბდე – მათემატიკის, ალექსანდრა კარლოს ასული ბაქრაძისა – ხელსაქმის პედაგოგად, ნინა ბეგლარის ასული ყაზახაშვილი და ნინო ივანეს ასული ლაშხაური კი – მოსამზადებელი კლასების პედაგოგებად, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძე იყო სასწავლებლის ექიმი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ანტონ დავითის ძე თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ასწავლიდა ბათუმის სკოლაში.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის თებერვალში ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი კავკავის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე და მღვდლები – სამსონ სვანიძე, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, იოანე გობეჩია.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 27 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზპგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე ფიცხელაური ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36 კრება. აქედან, 30-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ხონში, მათხოჯში, გორდაში, ნაოღალევში (მარტვილი), ნახუნავოსა და სალხინოში ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ვასილ კიკნაძე იყო თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტიხი მამინაიშვილი იყო ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორი.

1900

ტიპი: თანამდებობა

გომარეთის სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი ზაქარია გულისაშვილი, დანარჩენ საგნებს – ი. ფორაქაშვილი, ხოლო 1900 წლის მაისიდან მის მაგივრად დაინიშნა ერასტი გორდელაძე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი შერვაშიძე თბილისში ალექსანდრეს თავშესაფრის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხატვის პედაგოგი ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, წინარეხის სკოლის მზრუნველები იყვნენ იოსებ ცხვედაძე და ს. მალაქაშვილი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვს. იუწყება, რომ მოსკოვში მიდის, სადაც სამსახურს ჰპირდებიან.