ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილის წერილი. რუსიშვილი უარს აცხადებდა გამგეობის წევრობაზე, რადგან უმეტესად თბილისში უხდებოდა ცხოვრება. მიუხედავად ამისა, კრებამ იგი ერთხმად აირჩია გამგეობის წევრად როგორც ფრიად სასარგებლო პირი და დაადგინა, მისთვის გამგეობაში დარჩენა ეთხოვათ.

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი გომარეთის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ე. ა. ყაზახიშვილი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი ერთი წელი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 360 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის სკოლის პირველი განყოფილების პედაგოგი იყო, იქ თორმეტი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 670 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ასწავლიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილისა ქუთაისის სკოლაში ოცდაორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი შეადგენდა 1050 მანეთს.

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ბარბარე იოსების ასული ვოლსკი ქუთაისის სკოლაში ოცდაორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1020 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლური ანგარიშის მიხედვით, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე ქუთაისის სკოლაში ოცდასამი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1530 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი ქუთაისის სკოლაში ოცდახუთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1620 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ივლიანე აბესაძე ქუთაისის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 600 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, იასონ ნიკოლაიშვილი ქუთაისის სკოლაში ცხრამეტი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1290 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ქუთაისის სკოლაში ოცდაექვსი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1740 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი ქუთაისის სკოლაში ცხრამეტი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 300 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბენედიქტე მამფორია ქუთაისის სკოლაში რვა წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 840 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სკოლაში ცამეტი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 960 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ძველი სენაკის სკოლაში ხუთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 980 მანეთი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ძველი სენაკის სკოლაში ხუთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 960 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ესტატე ბესარიონის ძე შუშანია ძველი სენაკის სკოლაში ერთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 312 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 14 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანდრია ანტონის ძე შუბლაძე ძველი სენაკის სკოლაში ორი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 980 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძე ძველი სენაკის სკოლაში ხუთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1290 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია ვასილის ასული ლომინაძე ბათუმის სკოლაში ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 500 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლაში ერთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 600 მანეთი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.