ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის თავმჯდომარე იყო ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ახალციხის – კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, უდეს – მიხეილ მერაბიშვილი, თბილისის მესამე ბიბლიოთეკის – მარიამ ივანეს ასული დემურია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სამზრუნველოდან წარდგენილი მოხსენება დომენტი ოყროშიძის ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ოყროშიძე ამ თანამდებობის დროებით შემსრულებლად აირჩიეს. განჩინებას ხელი მოაწერა თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს მარიამ მხეიძე ბათუმის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის მუშაობის 1912 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 1912 წელს გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გაიხსნა ბაქოს ქართული ბიბლიოთეკა და მის გამგედ დ. მკერვალიშვილი დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ფხვენისის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ანა სიმონიშვილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით პავლიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან ანანია ანდრიას ძე სტურუა სამტრედიის სამხედრო დანაყოფში (მენშევიკების არმია) მსახურობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

კონსტანცია მეფისაშვილისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

ელენე ლორთქიფანიძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე კავკავის სკოლის პედაგოგი იყო 8 წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 120 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

ივანე არდიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილას ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

მიხეილ მერაბიშვილი იყო უდეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ივანეს ასული დემურია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის III ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

ივანე იოსების ძე ლეჟავა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

დავით ვახვახიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შილდას ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, პოლიევქტო კიკალიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ელენე ჯინოშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ბიბლიოთეკის ზედამხედველი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქშწკგ საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო 3 წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 360 მანეთს შეადგენდა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგე იყო ადოლფ პეტრეს ძე ბერჟე, რომელმაც ბიბლიოთეკის სისტემატური და ანბანური ნაწილისაგან შემდგარი კატალოგი გამოსცა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს თბილისის საჯარო საზოგადო ბიბლიოთეკის გამგემ ადოლფ პეტრეს ძე ბერჟემ თავისი მოვალეობები მუზეუმის გამგებელ გუსტავ ივანეს ძე რადეს გადააბარა.