ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში მასწავლებელი ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია მხოლოდ მათემატიკას, მე-4 განყოფილებაში კი – ქართულს, რუსულ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი აირჩია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის გამგის განცხადება პოლიკარპე ლორთქიფანიძის გათავისუფლების შესახებ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნესტორ მხეიძე ლანჩხუთის ბიბლიოთეკის მმართველი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ნიკო ცხვედაძე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის მასწავლებელთა მოხსენება ინსპექტორის დანიშვნისა და სკოლის ავტონომიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლის წეს-დებულების შემუშავებამდე და სხვა პირის არჩევამდე სკოლის გამგედ დომენტი ოყროშიძე უნდა დარჩენილიყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგედ კონსტანცია მეფისაშვილის მაგივრად ბენიამინ კანდელაკის არჩევის საკითხი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა, რომ ის ყოფილიყო გამგეობის ვექილი და მიეღო საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი კორესპონდენციები. გამგეობა დაეთანხმდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი უთურაშვილის თხოვნა, გამგეობას გომარეთის სკოლის მასწავლებლად დაეტოვებინა. გამგეობა დასთანხმდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ვიქტორ ივანეს ძე სტრაჟევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ავთანდილ იესეს ძე ცინცაძე, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი და ილია მიხეილის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი იყო ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი იყო ილარიონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის ბოლო გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი ხუთი წელი ბათუმის სკოლაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 720 მანეთი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

თელავის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში დაწყებით კლასებს ასწავლიდა პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით.

1920

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ნ. გოგიტიძეს 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიიდან სხვა სამსახურში გადავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო ნ. გოგიტიძე, საქმისმწარმოებელი კი – ვალერი კიკნაძე.