ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49180

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი კავკავის სკოლაში ერთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი იყო 360 მანეთი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე ქუთაისის სკოლაში ასწავლიდა ხუთი წელი და მისი ხელფასი იყო 1270 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორი იყო სპირიდონ ჯორჯიკია, საქმისმწარმოებელი კი – ივანე ბერიაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1917 წლის 5 ოქტომბრამდე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი იყო თბილისის მე-7 გიმნაზიის საქმისმწარმოებელი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელი ქუთაისის სკოლაში ოთხი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 2280 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სილოვან თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის სკოლაში ასწავლიდა ოცდაერთი წელი და მისი ხელფასი შეადგენდა 1920 მანეთს.

1919

ტიპი: თანამდებობა

ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა იყო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

გორის ქალთა გიმნაზიის საქმის მწარმოებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ილარიონის ასული ციციშვილი-გუბარევისა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან არ შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო კარიჭაშვილი გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას დაბალ და მაღალ კლასებს ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი სასკოლო სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე სასკოლო სექციის თავმჯდომარე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად ტიტე კახიძე დაემტკიცებინათ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, კავკავის სკოლის კომიტეტის წევრად დაემტკიცებინათ გრიგოლ ბურდული.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ გიორგი ჟურული დამტკიცებულიყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარის ამხანაგად დამტკიცებულიყო ნიკოლოზ საბაშვილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა იყო თბილისის I და II ბიბლიოთეკების ზედამხედველი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, მარიამ ელიავა კომიტეტის წევრად აერჩიათ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა 50 მანეთით დახმარების შესახებ, რაზეც გამგეობა დათანხმდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ქართული სკოლის სამზრუნველოს სხდომაზე გადაწყდა, სოფიო ნაკაშიძისა აერჩიათ კომიტეტის წევრად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დანიშნეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხოლო კომიტეტის მდივნად – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო ნოე ცინცაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.