ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ თოფურიძე, ანეტა თევზაძე, მიხეილ ალფონსის ძე თუმანიშვილი, ანტონ ზურაბის ძე კიკიანი, თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი, ალექს კიკიანი, ვლადიმერ გიორგის ძე ლაბახუა, ივანე გაბრიელის ძე ლომაია, პეტრე ლომია, შალვა ლეთოდიანი და პეტრე საველის ძე მაღნარაძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: სოფია ვლადიმერის ასული ალფეროვი, ანა ნესტორის ასული გამსახურდია, პლატონ თეიმურაზის ძე გვასალია, თადეოზ ნიკოლოზის ძე გიგინეიშვილი, ივლიანე გვადის ძე გაბუნია, მიხეილ ივანეს ძე გერმანოვიჩი, ბაგრატ ივანეს ძე დოლიძე, რაფიელ სპირიდონის ძე დვალი და მიხეილ შამუყვას ძე დარასელია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: ბიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი, ნინო ფარნაოზის ასული კანდელაკი, ალექსანდრე ივანეს ძე კალანდარიშვილი, ოლინკა ნიკოლოზის ასული მხეიძე, ელისაბედ ანდრიას ასული მორუკი, ონოფრე ივანეს ძე (ისლამის) შუშანია, კირილე ოქროპირის ძე ძოძუაშვილი და სილოვან ივანეს ძე ჭირაქაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: აგრაფინა ივლიანეს ასული კერზაია, ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი და ნინო ნოდია.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე საზოგადოების ახალ წევრად მოსე მიხეილის ძე ბახტაძის ნაცვლად აირჩიეს ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ვაგზლის რაიონში სამკითხველოს გახსნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება მთავარ გამგეობას ყვირილაში არსებული კერძო ქალთა პროგიმნაზიის თავინთ სახელზე გადმოტანას სთხოვს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) საკვირაო სკოლის გახსნის თაობაზე სათანადო ნებართვა მიიღო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს დაბა ყვირილაში პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის მოწვევით (ესწრებოდა 30 კაცი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) შოროპნის მაზრაში ახალგორის, ჩხარისა და ყვირილის განყოფილებების გახსნა გადაწყდა. გამგეობის ფუნქციონირების ადგილად კი დაბა ყვირილა განისაზღვრა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე (თავმჯდომარეობდა პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა გადაწყდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 1909 წლის შემოსავალი 382 მანეთს შეადგენდა. (წარმოდგენებიდან 108 მანეთი შევიდა, ლექციებიდან – 27, საწევრო გადასახადი 123 მანეთი იყო, სხვადასხვა შემოწირულობა კი – 117 მანეთი).

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების ( სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე) 1909 წლის გასავალი 337 მანეთი და 32 კაპიკი იყო.(სამკითხველოსთვის შეძენილი ჟურნალ-გაზეთების ხარჯი 67 მანეთსა და 39 კაპიკს შეადგენდა, ბიბლიოთეკარის ჯამაგირი – 48 მანეთს, სასწავლო ნივთების შესაძენი – 50 მანეთსა და 85 კაპიკს, განყოფილებისა და ბიბლიოთეკის შეასაკეთებელი – 92 მანეთსა და 65 თეთრს, წვრილმანი ხარჯები კი 78 მანეთი და 43 თეთრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 14 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 34 საქმე. საზოგადოებას ამ დროისთვის ჰქონდა ერთი ბიბლიოთეკა დაბა ყვირილაში.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 26 იანვრის 1 საათზე თავმჯდომარის ამხანაგის, კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომას 25 წევრი ესწრებოდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა ვანო სპირიდონის ძე გაჩეჩილაძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 10 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-10 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) შეიძინა ბინა, საკანცელარიო ნივთები, დააარსა სამკითხველო და გამოიწერა ყველა ადგილობრივი ქართული და რუსული გამოცემა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-10 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) დააარსა საკვირაო სკოლა, რომელშიც 120 მოსწავლე სწავლობდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-10 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებაში (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) ჩატარდა 2 ლექცია და გაიმართა 5 წარმოდგენა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) მთავარ გამგეობას 300 მანეთის კრედიტს სთხოვდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილება (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) მთავარ გამგეობას 20 პროცენტიანი გადასახადის გაუქმებას სთხოვდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) სოფელ ღორეშაში სამკითხველო გახსნა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (დაარსდა 1909 წლის 7 აპრილს, თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 1911 წლის განმავლობაში 14 სხდომა ჩაატარა, განიხილეს 32 საქმე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (თავმჯდომარე – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა) 5 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: დაბა ყვირილაში, დაბა ჩხარში, დაბა ბელაგორში, ღორეშასა და მუხურში.