რეგისტრირებული ფაქტები42955
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შუშანა ანტონის ასული ჩხაიძე, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1917 წელს დაარსებული აცანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კალისტრატე ამბაკოს ძე ღიბრაძე 1917 წელს დაარსებული აცანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს რწმუნებულ აკ. ფაღავას მოხსენება ბათუმში გიმნაზიის გახსნის შესახებ და დაადგინეს: გაიხსნას ქართული სახაზინი გიმნაზია. თანამდებობის პირთ და მასწავლებელთ 4 თვის განმავლობაში მიეცეთ დამატებითი ჯილდო _ თვეში 300 მან. და გზის ფული _ დირექტორს I კლასის ბილეთი და მასწავლებელს II კლ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ო. ბეჟანის ძე ნაკაიძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გიმნასტიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ორიოლის კადეტთა კორპუსიის კურსდამთავრებული გრიგოლ რომანის ძე გრეკოვი ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გერმანულის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბაქოს ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული დავით გრიგოლის ძე თოხაძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს კანცელარიის დირექტორისთვის 600 მან. მიცემის შესახებ იმ მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, რომელთაც ხარჯთაღრიცხვის შესადგენად დამატებითი იმუშავეს. თანხა მიეცა ორი მოსამსახურის დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე გვახარია, ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საოსტატო ინსტიტუტის საქმეებთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეული დიმიტრი უზნაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე გვახარია, ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქსენია პეტრეს ასული მიხელიძე, რომელსაც ქუთაისის საეპარქიო სასწავლებლის პედაგოგიური კურსები ჰქონდა დამთავრებული, ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ფოთის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული რახილო ბარნაბას ასული ღლონტი 1918 წელს ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული ფატმანე ივანეს ასული ჯაყელი ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საერთო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანდრია დიმიტრის ძე დობორჯგინიძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მთემატიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მირიან ასლანის ძე რამიშვილი ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საზოგადო საგნების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავებული იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს არსენ იორდანის ძე სულაძე მუშაობდა ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანაშემწედ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი სვიმონის ძე ჭყონია ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრა თადეოზის ასული ლორთქიფანიძე, წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული, 1917 წელს დაარსებული ჯურყვეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდმთავრებული ნადია პორფილეს ასული გოგორიშვილი 1917 წელს დაარსებული ჯურყვეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ ოქროპირის ძე ცენტერაძე მუშაობდა 1917 წელს დაარსებულ ჯურყვეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძე, ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 1917 წელს დაარსებული ჯურყვეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ექვთიმე ონისიმეს ძე ვადაჭკორია ვანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1917 წელს) ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.