ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50406

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 21 მაისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 30 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა ზედაზნის მონასტერს ოთხდღიური (ე. ი. ორი დესეტინა) მიწა შესწირა განსვენებული მეუღლის სულის სამუდამოდ მოსახსენებლად.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ალექსანდრე ჭყონიას გარდაცვალების შესახებ.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პართენ გოთუასა და ივანე რატიშვილს დაევალათ ალექსანდრე ჭყონიას ქვრივისთვის საზოგადოების სახელით სამძიმრის გამოცხადება.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 24 აპრილამდე ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა სიძე – ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზი.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს შიო ალექსის ჩიტაძე ქართული გიმნაზიის შენობაში წამებით მოკლეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს წამებით მოკლული შიო ალექსის ძე ჩიტაძე წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 4 ივლისს სათავადაზნაურო გიმნაზიასთან მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ კაზაკებმა გიმნაზია დაარბიეს და უდანაშაულო მასწავლებელი შიო ჩიტაძე მოკლეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს 32 წლის ასაკში შიო ჩიტაძე ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის იანვარში გიორგი ჟურული სახელმწიფო ბანკის შენობასთან გენერალ გრიაზნოვის მკვლელობას შეესწრო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გიორგი ვასილის ძე გლურჯიძის პანაშვიდი 21 მარტს თელავის საკათედრო ტაძარში გაიმართებოდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეჩხუმში ბოქაული მახარაძე მოკლეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი რაჟდენ სიმონის ძე გიგაური გარდაიცვალა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 14 მაისს იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის აპრილში მიხეილის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში 4 წლის გატარების შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა მდიდარი სომეხი ქველმოქმედი ავეტის ჰუკასოვი, რომელმაც სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საზოგადოებას 130 ათასი მანეთი უანდერძა .

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის ნოემბერში გარდაიცვალა დავით და ილია ზაქარიას ძე მელიქიშვილებისა და მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა. პანაშვიდები იყო კოჯრის ქუჩაზე, გასვენება – 1-ელ დეკემბერს, დილის 10 საათზე, ვანქის ეკლესიიიდან, დაკრძალვა – დიდუბის ეკლესიის გალავანში.