ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის ჩანაწერი N 8 იუწყება, რომ 1912 წლის პირველ ივნისს სამოცდათორმეტი წლის ასაკში წვრილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა მღვდლის შვილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის 1912 წლის 14 აგვისტოს ამონაწერი N 2404 იუწყება, რომ 1-ლ ივნისს გარდაცვლილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი 10 ივნისს დაიკრძალა დიდუბის ტაძრის გალავანში.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

განსვენებული ი. ს. გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშში, გასავლის ნაწილში, აღნიშნულია, რომ 1912 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაზეთ „სახალხო განათლების" რედაქციას 3 მანეთი გადაუხადა იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების განცხადებაში.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი-ევდოშვილის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა და ხარჯების დასაფარად 400 მანეთი გადადო.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 8 თებერვლის ოქმის მიხედვით, სტამბოლში საქართველოს სენატის პირველი თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 6 დეკემბერს ქ. თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით ჩატარებული საზოგადო კრების ოქმიდან ჩანს, რომ გარდაიცვალა პოეტი გრიგოლ ვოლსკი.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების 1912 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამგეობამ მონაწილეობა მიიღო იმ საზოგადო მწუხარებაში, რომელიც ეწია საქართველოს იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალების გამო და გადაიხადა პანაშვიდი (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადო მწუხარებაში: ადგილობრივ ქართველებთან ერთად ბესლანის სადგურზე შეეგებნენ ცხედარს და გვირგვინით შეამკეს კუბო. გამგეობის თავმჯდომარემ, შვილევმა, კუბოს ძვირფასი საფენი გადააფარა (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრების დაწყებამდე მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს სახელოვანი პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნას.