ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52142

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

2026

ტიპი: გარდაცვალება

30 წლის გიგა პლატონის ძე ჩიქოვანი აჭარაში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით დახვრიტეს 1924 წლის 1-ელ სექტემბერს, ღამის 3 საათზე, ბათუმში.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 24 წლის გიორგი ვასილის ძე ყოჩიაშვილი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 21 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფირცხალაიშვილი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 43 წლის გრიგოლ გიტოს ძე წიტაიშვილი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი აჯანყების წინ ციხეში მოხვდა და დახვრიტეს.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მასწავლებლები, სოციალ-დემოკრატები: ბესარიონ კაკაბაძე, სიმონ გორდაძე, ვანო აბაშიძე, უპარტიო ტერენტი ბოჭორიშვილი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: არჩილ კაპანაძე, ლადო ციმაკურიძე, დათიკო ქურციკიძე, კოწია კაკოიშვილი და სხვ.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: კალისტრატე სალარიძე, ილიკო ჯაფარიძე, არტემ სამყურაშვილი, პორფილე სამყურაშვილი, რომელიც ნიკოლოზის დროს 5 წლით ციმბირში იყო გადასახლებული, და სხვ

2026

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე. უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე სულხანიშვილი აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან სამშობლოში 18 დღის დაბრუნებული ალექსანდრე სულხანიშვილი გარდაიცვალა.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1963

ტიპი: გარდაცვალება

1963 წელს პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელ­ი პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე გარდაიცვალა.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1956

ტიპი: გარდაცვალება

1956 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა თედო ტიმოთეს ძე სახოკია.

1954

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1954 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.

1953

ტიპი: გარდაცვალება

1953 წლის 29 ნოემბერს ცხმო­რის მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ეკლესიის მღვდელი ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე გარდაიცვალა.

1946

ტიპი: გარდაცვალება

1946 წლის 15 იანვარს გარადაიცვალა მწერალი სიმონ ალექსის ძე ქვარიანი.

1945

ტიპი: გარდაცვალება

ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძე გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს.

1944

ტიპი: გარდაცვალება

1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1943

ტიპი: გარდაცვალება

ივანე ყაზბეგი გარდაიცვალა 1943 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია „Powązkowskim“-ის სასაფლაოზე.

1941

ტიპი: გარდაცვალება

1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წლის 24 იანვარს ღარის მთავარანგელოზის, ონისა და კვა­ცხუ­თის წმ. გი­ორ­გის ეკლესიების მღვდელ­ი მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი გარდაიცვალა.