ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41847

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს ივანე მელნიკოვი მტკვარში დაიხრჩო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზაქარიას ძე დიდებულიძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 16 ნოემბერს ახალციხის საერო სასწავლებლის ინსპექტორი ივანე ზურაბის ძე გოპაძე გარდაიცვალა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 8 მაისს ესტატე მჭედლიძე მოკლეს.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 11 მარტს დიმიტრი სტაროსელსკის სახელზე საგურამოს თადეოზის სახელობის საყდარში წირვას ჩაატარებდნენ.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის 10 მარტის „დროების“ ცნობით, ბარბარე ორბელიანის სახელზე 11 მარტს მცხეთის ტაძარში წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი გარდაიცვალა.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წელს გარდაიცვალა ბარალეთის სკოლის პედაგოგი ტიმოთე ხმალაძე.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) სერგეი მესხის გარდაცვალების ამბავი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: გარდაცვალება

1882 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სარედაქციო გვერდზე ერეკლე ბატონიშვილის ნეკროლოგი გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: გარდაცვალება

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე იყო. მას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც მის საქმიანობას უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ. ბესარიონ ღოღოებრიძე 1879 წელს გარდაიცვალა.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე გოჩაჯიხაიშში ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას დაესწრო.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 6 იანვარს თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო, ამიტომ სიმამრის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 18 იანვარს გარდაცვლილი ახალგაზრდა პოეტის, ივანე ზაალის ძე ბარათაშვილის პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა თავადმა ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძემ.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წელს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წელს გარდაიცვალა ანასტასია თუმანიშვილის მამა მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა – თეიმურაზ ჭავჭავაძე.