ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40212

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 7 მარტს ვაჭარ ივანე ძეგველიშვილს პატარა ბიჭმა გადასცა წერილი, რომლის ავტორი 30 000 მანეთს სთხოვდა, რომელიც ამ ბიჭის ხელით უნდა გაეგზავნა. ბიჭმა კონვერტი საეჭვო პირს, ტერ-ზახაროვს გადასცა. მილიციელებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მან გაქცევა დააპირა და იქვე მოკლეს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წელს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს მაკაროვისა და ჟანდარმერიის პოლკოვნიკის – გადიუჩის გათავისუფლების აღიარების შესახებ ჰკითხა. საქმის გამოძიებამდე კომიტეტმა ხსენებულ პირთა გათავისუფლებისგან თავი შეიკავა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მათ მილიციის შედგენილი ოქმით, ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციის გაწევაში.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.

1916

ტიპი: ნასამართლეობა

1916 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე დააპატიმრეს ჭიათურაში როგორც საგაფიცვო ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუას ძე ლორია ამხანაგებთან ერთად, თბილისის ტრამვაიში მორიგი გაფიცვის მოწყობისათვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლდა, ფილიპე კი სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში გადაასახლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 12 მაისს პროფესორი გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ბერიძე, არჩილ ამირეჯიბი, სიკო ბრაგვაძე, კლიმენტი იოსელიანი, ვასილ ვარაზაშვილი და სამსონ კიკაბიძე არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფის ხელმძღვანელთა კრების დროს დააპატიმრეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა დაამტკიცა ზოტიკე და თომა ჩიქვილაძეების საქმე. ისინი პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ გასამართლებულნი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კ. რ. გოცირიძე გაამართლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უთუ ბასილიას პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ოლქის სასამართლოსგან მას ერთი წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 15 ნოემბერს საგუბერნიო სატუსაღოდან ნაფიცი ვექილის თანაშემწე გრიგოლ გიორგაძე უნდა გაეთავისუფლებინათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში საქალაქო სკოლის მასწავლებელი პ. ხრამცოვი გაძარცვის ბრალდებით დაიჭირეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში რაჟდენ მათეს ძე არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი მოსე კიღურაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს აკაკი ჩხენკელი მეორედ დაატუსაღეს და კავკასიიდან გადაასახლეს.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს ილია ბადრიძე დააკავეს და ოთხი თვით ჩასვეს ბაქოს ციხეში. შემდეგ დააბრუნეს თბილისში და მეორე ნაწილის 102-ე მუხლით გაასამართლეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.