ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში ჩასვეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოდან თბილისში მეტეხის ციხეში გადმოიყვანეს და პოლიტიკური დანაშაულის გამო 8 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს იროდიონ ევდოშვილი დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 10 თვის შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წლის მარტში 129-ე მუხლით ბრალდებული კონსტანტინე ტყავაძე, „ხმა კახეთის“ რედაქტორ-გამომცემელი, სასამართლო პალატამ გაამართლა.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წლის მარტში „ხმა კახეთის“ რედაქტორ-გამომცემელ კონსტანტინე ტყავაძეს 129-ე მუხლით ჰქონდა ბრალდება წაყენებული. მას ადვოკატი ოსიკო ბარათაშვილი იცავდა.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს ვარშავაში დააპატიმრეს ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები: ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკიამ სამი თვე გაატარა ქუთაისის ციხეში ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წლის 20 სექტემბერს ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობისათვის თედო სახოკია თბილისში დააპატიმრეს, მეორე დღეს კი ქუთაისში გადაიყვანეს.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკია შიო დედაბრიშვილთან მიმოწერის საფუძველზე თბილისში დააკავეს.

1916

ტიპი: ნასამართლეობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ვარლამ ადამის ძე ხუროძე ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ასატრახანში გადაასახლეს.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს, ჯანდარმერიაში დაკითხვის შედეგად, იაკობ ფანცხავა პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

1892

ტიპი: ნასამართლეობა

1892 წელს ვარშავის ჟანდარმერიამ ფილიპე მახარაძე დააპატიმრა აკრძალული ლიტერატურის ფლობა-გავრცელების გამო.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს შიო მღვიმელი მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს, როგორც პოლიტიკური დამნაშავე.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი დააკავეს გორში პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი სხვა პოლიტიკურ დამნაშავეებთან ერთად დააკავეს.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წელს მიშო ყიფიანი პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით გასამართლების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს.