ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49987

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 25 წლის გიორგი ბოჭორიშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 40 წლის სიმონ კაციტაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 36 წლის ალექსანდრე ჩინჩალაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 28 წლის ივანე აბრამიშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საქართველოში ჩამოსული ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ანტისაბჭოური საქმიანობის გამო მიესაჯა 3 წლით გადასახლება.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აღნიშნა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი დააპატიმრეს სოფელ მატანში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 18 თებერვალს ქრისტინე შარაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 9 მაისს გაათავისუფლეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში ნოე ჟორდანიას მთავრობამ ბოლშევიკები ციხიდან გაათავისუფლა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ ვანო სტურუა ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 ივლისს სასამართლოში გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეების გარჩევა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძეს და ალექსანდრე აზნაუროვს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები კი – დამნაშავედ სცნეს. პორუჩიკ საზონ კონდრატის ძე ჩაჩიბაიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 15 ივნისს სასამართლომ განიხილა შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ალექსანდრე ნეიმანი, დაიკითხა მოწმე – პოლ. შამშურინი. სასამართლოზე წაიკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფ. ვიცე-დირექტორის, ზ. ნანეიშვილისა და თბილისის გუბერნიის კომისრის ყოფილი თანაშემწის, დ. კალანდარიშვილის ჩვენებები, გამოქვეყნდა იმ მოწმეთა მონათხრობიც (ნოე რამიშვილი, პ. ჭიჭინაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი), რომლებიც სასამართლოში ვერ გამოცხადდნენ.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ გაგრაში დაიჭირეს კინტრიშის ხიდის აფეთქების მონაწილენი – გერმანე ჯიბლაძე და აკ. სურგულაძე. მათ ყუბანის ოლქში სხვადასხვა საბუთის გატანა ბრალდებოდათ.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეს იძიებდა რაიონის ორი გამომძიებელი: ა. პოპლოვსკი და მისი ხელმძღვანელი, პროკურორის მოადგილე ალექსანდრე პოლტარაცკი. საქმე მალე გადაეცემოდა სასამართლოს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საჩხერეში დაპატიმრებულ ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გუჯეჯიანთან ერთად დაპატიმრებული იყო მისი ორი თანაგუნდელი. უმიზეზოდ დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ათი წევრი, მაგრამ დანარჩენები გაათავისუფლეს.