ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41039

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სასამართლოში 1893 წელს დაჭერილი გიორგი კუკურას ძე ლომაიას საქმე თავიდან განიხილეს. ადვოკატ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ძალისხმევით ლომაიას უდანაშაულობა დამტკიცდა და ბრალდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 31 მაისს ივანე გომართელი ჟურნალ „ალიონში“ გამოქვეყნებული წერილის „როგორ შექმნა ადამიანმა ღმერთი“ გამო ერთი წლით დააპატიმრეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს" თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა გრაკალის სადგურის უფროსის თანაშემწის, იოსებ ალექსანდრეს ძე კეზელის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად აღსრულება, რასაც მოჰყვა მატარებლების დაჯახება და მსხვერპლი. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი მელიტონ გობეჩიასთან ერთად დროებით იჯდა მეტეხის ციხეში.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გაიმართა შტაბს-კაპიტან ჩეჩელევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ფარნა დავითაიასა და კოდორის მამასახლისის, ეკუბ კვიწინიას შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1877

ტიპი: ნასამართლეობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში ქართველთა წრის ერთ-ერთი წევრის, ფილიპე მახარაძის, უტაქტო მოქმედების გამო ქართველები, მათ შორის შიოც, ციხეში ჩაუსვამთ.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ კლავდია ალექსანდრეს ასულ შმაკოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, რომელსაც ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, განაჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.