ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40128

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1877

ტიპი: ნასამართლეობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გაიმართა შტაბს-კაპიტან ჩეჩელევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ფარნა დავითაიასა და კოდორის მამასახლისის, ეკუბ კვიწინიას შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წელს იოსებ იმედაშვილი მელიტონ გობეჩიასთან ერთად დროებით იჯდა მეტეხის ციხეში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 24 ნოემბერს, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს" თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებამ განიხილა გრაკალის სადგურის უფროსის თანაშემწის, იოსებ ალექსანდრეს ძე კეზელის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დაუდევრად აღსრულება, რასაც მოჰყვა მატარებლების დაჯახება და მსხვერპლი. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის 28 იანვარს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ციხიდან გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 31 მაისს ივანე გომართელი ჟურნალ „ალიონში“ გამოქვეყნებული წერილის „როგორ შექმნა ადამიანმა ღმერთი“ გამო ერთი წლით დააპატიმრეს.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წელს გორის საიდუმლო რევოლუციური წრეში გაწევრიანებული სოფრომ მგალობლიშვილი ამ საქმიანობისათვის მოგვიანებით დააპატიმრეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სასამართლოში 1893 წელს დაჭერილი გიორგი კუკურას ძე ლომაიას საქმე თავიდან განიხილეს. ადვოკატ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ძალისხმევით ლომაიას უდანაშაულობა დამტკიცდა და ბრალდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი ჩამოახრჩვეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე ივანე სოლომონის ძე ინაშვილი ჩამოახრჩვეს.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიიყვანეს უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედებოდა დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით ის გამოსაფხიზლებლად ჰაუპტვახტში დატოვს.

1874

ტიპი: ნასამართლეობა

1874 წლის თებერვალში მოურავი პეტრე დუდაური და გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლის გაქურდვაში იყვნენ ეჭვმიტანილები.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვანო ბერაიას მიერ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იყო დაწყებული.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 26 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბასიევს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძეს 16 000 მანეთზე მეტი სახაზინო ფულის გაფლანგვა ბრალდებოდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძისა სასამართლოს გადაწყვეტილებით ციმბირის ახლომახლოს საცხოვრებლად უნდა გაეგზავნათ და ყველანაირი უფლება ჩამოერთმიათ.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. და გრ. ჩარკვიანები და გრიგოლია ლეონტი ჩაჩანიძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ დანაშაული აღიარეს.