ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის დეკემბერში სამსონ ფირცხალავა რუსეთში გადაასახლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ ფილიპე ლორია და ტრამვაის სხვა თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა გადასახლებიდან დაბრუნდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანანია სალუქვაძე დაიჭირეს და ორი თვისა და ცხრა დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს დაპატიმრებული ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე სამჯერ გაროზგეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წლის 7 თებერვალს ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე პირველად დაიჭირეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია ოდესაში გადაასახლეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ მისცეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია ოდესაში სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაატუსაღეს და სამშობლოში გადაასახლეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე ასტრახანში გადაასახლეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე პირველად 1901 წელს დაატყვევეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე 1904 წელს მეორედ დაატყვევეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე 1912 წელს მესამედ დაატყევეს.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი კომიტეტის წევრები დაატუსაღეს, მათ შორის იყო იოსებ პავლეს ძე გობეჩია.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს ვლადიმერ ჯიბლაძე ციმბირში გადაასახლეს.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის ივლისში ფილიპე გლახუნას ძე ლორია ცარიცინში გადაასახლეს.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუნას ძე ლორია ტრამვაის გაფიცვის მოწყობისთვის მეორედ დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის 2 აპრილს ოდესაში ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი დააპატიმრეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი ოდესის სამხედრო სასამართლომ გაამართლა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს სტუდენტი სამსონ ფირცხალავა პირველად დააპატიმრეს.

1900

ტიპი: ნასამართლეობა

1900-იან წლებში ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირებს, მათ შორის თედო სახოკიას, ანთიმოზ ჯუღელს, სპირიდონ ნორაკიძეს, ივანე გეგიას, ფარნა დავითაიას და ივანე ბურჭულაძეს ბრალად ედებოდათ სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსების საქმისათვის ხელის შეშლა.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი არასდროს არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 27 თებერვალს თბილისის სასამართლომ განიხილა და არ დააკმაყოფილა სვიმონ ანდრონიკაშვილის საკასაციო სარჩელი, რომელსაც ანა აბაშიძის გატაცების ბრალდებით ყველა წოდების ჩამორთმევა და ოთხწლიანი გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის რევოლუციის მოსაწყობად იარაღის შემოტანის საქმეში თედო სახოკიას წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა, თუმცა იგი მაინც დააპატიმრეს.