ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-87 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ვასილ კირვალიძე სასტუმრო „ლონდონში“ მუშაობდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს თეოფილე კანდელაკი სოფელ ქვემო მაჩხაანის სკოლის პედაგოგი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ლევან მელიქიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია თელავის მაზრიდან.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსე ქიქოძე, აკაკი წერეთელი და დიმიტრი ჯანაშვილი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ბაქრაძე, ანტონ ფურცელაძე და გიორგი იოსელიანი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგი ჭალადიდელი, მამია გურიელი-ფაზელი და სვიმონ მგალობელი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ კონსტანტინე მამაცაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ჯორჯაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი იასე ანდრონიკაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე გორის გუბერნიის მარშლად მეათედ აირჩიეს თავადი ალექსანდრე ერისთავი.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თავადი დავით სუმბათაშვილი თბილისის მაზრის მარშლად აირჩიეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით ბაქოს მაზრის ექიმი დავით ამიროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლად ერთხმად აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი გრიგოლ ორბელიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ყიფიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ მიხეილ ლორის-მელიქოვი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ თავადი ზაქარია ვაჩნაძე სიღნაღის მაზრიდან აირჩია საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 18 თებერვალს თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი გორის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამავლის კანდიდატის თანამდებობაზე დაინიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავად-აზნაურთა შეკრებაზე თავადი სოლომონ ანდრონიკაშვილი მეოთხედ აირჩიეს სიღნაღის მაზრის მარშლად.