ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს საქართველოში წარმოდგენებს მართავდა ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობა. მისი თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის რეჟისორი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე მეორედ აირჩიეს ბანკის მმართველად.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე დაინიშნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 15 მაისს ივანე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 15 მაისს ნიკო ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 15 მაისს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 15 მაისს დიმიტრი ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი სექტემბრიდან ნატალია გაბუნია სახაზინო თეატრის თანამშრომელი გახდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 3 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით სკოლის მასწავლებლად ნიკოლოზ ტატიშვილი დაინიშნა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ექნებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ივანეს ძე ილურიძე თელავის მაზრის აგენტი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გიორგი დავითის ძე შარაშიძე მასწავლებელი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად 1-ლი დეკემბრიდან ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის მზრუნველებად დანიშნა: ანნა ბესარიონის ასული მუხსელოვისა, ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძისა, სიმონ (სვიმონ) ბესარიონის ძე ღოღობერიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი (ფიფინოვი), ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი.

პირები
წყარო

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 27 ნოემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე იყო ქალთა ინსტიტუტის მასწავლებელი.