ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს გამოცემულ მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვის მოგონებებში ავტორი აღნიშნავს, რომ მარიამ ორბელიანი რამდენიმე წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა სამუსიკო სასწავლებლის კომიტეტს.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გრიგოლ ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზნად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების შეგროვებას.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 3 იანვარს გამართულ თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე აირჩიეს საქმიანი პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ლ. ბერია, აგრბა, კუდრიავცევი, მუსაბეკოვი, ფ. მახარაძე, ვ. ბაქრაძე, გ. მგალობლიშვილი, ს. ჯუღელი, გ. არუთინოვი, გ. სტურუა, მ. გობეჩია, პ. აღნიაშვილი, ლევანდოვსკი, გოგლიძე, მ. ყურულაშვილი, თვალჭრელიძე, ს. არუთინოვი, ჩიხლაძე, მ. ტოროშელიძე, ტრადატიანი და სხვ. სულ აირჩიეს 43 პირი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძე ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ ბიბლიოგრაფად მიიღეს.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის ივნისში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო მესტამბე.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს პუშკინის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე, მდივანი კი – ტიციან ტაბიძე.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლის 16 იანვარს ქრისტინე შარაშიძე მიიღეს საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატაში წიგნის დაცვის განყოფილების მთავარი ბიბლიოგრაფის თანამდებობაზე.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი 35 წლის განმავლობაში ემსახურა თბილისის ვაჟთა ქართულ სკოლას.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო წმ. ნინოს სასწავლებლის საბჭოს წევრი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის მუსიკის მასწავლებელი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მარიამი თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი აირჩიეს თბილისის ვაჟთა ქართული სკოლის თავმჯდომარის ამხანაგად.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1945 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის განყოფილების გამგე იყო.

1941

ტიპი: თანამდებობა

ქრისტინე შარაშიძე 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1952 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო რუმინეთში.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.