ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51088

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში კონსტანტინე უგულავა იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი მასწავლებელი იყო შორაპნის მაზრაში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე გაფრინდაშვილი იყო მემამულე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, სიმონ გორდაძე და ტერენტი ბოჭორიშვილი მასწავლებლები იყვნენ.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის დადგენილებით, გრიგოლ ბურჭულაძე თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურედ დაინიშნა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელად იყო მიწვეული.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრ-მდივანი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს სილიბისტრო თავართქილაძე წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1927 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში იაკობ ფანცხავა ასრულებდა თბილისის ფინსახკომის მოადგილის მოვალეობას.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის აღმასკომის წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს გიორგი ბოჭორიშვილი მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ალისუბანში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ალექსანდრე ჩინჩალაძე იყო ფირმა „კარუტოს“ მუშა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ალექსანდრე ჩინჩალაძე იყო ყოფილი მასწავლებელი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ივანე აბრამიშვილი სოფელ არგვეთის სკოლის მასწავლებელი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ზეინკლად მუშაობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო გენერალი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

1923

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული რაზმის წევრი იყო.