ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ზეინკლად მუშაობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო გენერალი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

1923

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული რაზმის წევრი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი მანუფაქტურის მაღაზიის მოურავი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტერი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გრიგოლ ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგე იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანი და ხაზინადარი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ოლღა გიორგის ასული დემურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის მოადგილედ მუშაობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე თურქეთში საბჭოთა საელჩოს მთავარი მრჩეველი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ საკირის სკოლაში ასწავლიდა ყველა საგანს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1922

ტიპი: თანამდებობა

ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია შემფასებელი კომისიის წარმომადგენლად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის შემოდგომიდან იუსტინე (ნიკო) შარაშიძე კვლავ უნივერსიტეტში ბრუნდება და აგრონომიული დარგის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეულის წევრად ირჩევენ. მალე მთელი დარგის სტუდენტობის შეკავშირებას ახერხებს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე სარევიზიო კომისიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, მდივნად – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.