ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ოქტომბერში საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ლორთქიფანიძე. მოადგილეებად – ვ. სიხარულიძე და ილარიონ გიორგაძე. მდივნებად – ს. თავაძე და არჩილ რუხაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვალერიან გუნია ქართულ თეატრალურ დასს ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს იყო ქართული ლატარიის გამგეობის თავმჯდომარე.

1919

ტიპი: თანამდებობა

გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 14 დეკემბერს დამფუძნებელი კრების უფროსის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე პროვინციაში მოგზაურობიდან დაბრუნდა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აგვისტოში ფილიპე მახარაძე კავკავში ფინანსთა მინისტრად დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფ. ივანე ჯავახიშვილი თელავს გაემგზავრა ორი კვირით დასასვენებლად. მისი თანამდებობის აღსრულებას შეუდგა საბჭოს მდივანი პროფ. იოსებ ყიფშიძე

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 9 ივნისს ერთა ლიგის ქართული საზოგადოების თავმჯდომარემ, ალექსანდრე ლომთათიძემ, ერთა ლიგის მეოთხე კონფერენციის თავმჯდომარეს რომში ტელეგრაფით მისალმების წერილი გაუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 12 ივნისს სანიტარული ბიუროს ინსპექტორმა მეუნარგიამ განაცხადა, რომ ქალაქის განაპირა უბნები საშინელ სანიტარულ მდგომარეობაში იყო და თვითმმართველობას საჩქარო ზომების მიღება სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოს წარმომადგენელი იყო გერმანიაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ნოე რამიშვილის განცხადება მისი სამხედრო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ევსეი უშვერიძე ოდესაში საქართველოს კონსული იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი განათლების მინისტრის განკარგულებით თელავის წმ. ნინოს გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი ჟურული, წევრებად აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გზათა სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე პარიზში წარგზავნილი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე გომართელი დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

პავლე საყვარელიძე დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიკო-სანიტარული განყოფილების უფროსი იყო.