ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ბ. ბ. არუთინოვს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 397 მანეთი და 90 კაპიკი მოემატა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის დირექციას სთხოვა ეცნობებინა, სასწავლებლის სომხური ენის ყოფილ მასწავლებელზე – სარგის გრიგორიანცზე გაიცა თუ არა სალიკვიდაციო თანხა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 ნოემბრიდან ეკატერინე სერგოს ასული მესხი ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელ დეკემბერს რაჟდენ ჭანტურია გაათავისუფლეს ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებლობიდან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე ხონის სასულიერო სემინარიის დირექტორი იყო. ის პედაგოგიკას, მათემატიკასა და კოსმოგრაფიას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პროფესიით ექიმი პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი ხონის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა ანატომიას და ჰიგიენას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ივანე სიმონის ძე ბერიაშვილს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 452 მანეთით გაეზარდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ კ. პ. ანტონოვსკაიას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემტა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ლ. ა. შოპლენს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 412 მანეთი და 50 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ს. ა. დანიელბეკს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასი 422 მანეთით გაეზარდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ვლადიმერ მიხეილის ძე სოსელიას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 381 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ შ. ს. ხანაზატიანს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 436 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ პ. ს. პავლოვას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 425 მანეთი და 66 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ეკატერინე ჯაფარიძე ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მსახურობდა. 30 ნოემბერს მან გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ხონის სასულიერო სემინარიის შტატის მასწავლებელი საშუალო განათლებით, ქართულ ენასა და პედაგოგიკას ასწავლიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვალერიან კაკაბაძე ხონის სასულიერო სემინარიაში მათემატიკას, ალგებრას და ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1914 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში საუნივერსიტეტო საქმიანობაში იოსებ ოცხელს მხარს უბამდნენ დიმიტრი უზნაძე, სილოვან ხუნდაძე, ვუკოლ ბერიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, სიმონ ქვარიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი და სხვები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პროფესიით ექიმი სტეფანე მიხეილის ძე გალდავაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე იასონ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის საოსტატო სემინარიაში ფიზიკის, ალგებრისა და გეომეტრიის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დაწყებითი განათლების მქონე ანტონ ვიაჩესლავის ძე ჰაუდკაცი ხონის საოსტატო სემინარიაში მუსიკასა და გიმნასტიკას ასწავლიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს საშუალო განათლების მქონე მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე ხონის საოსტატო სემინარიაში გალობას ასწავლიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

ივანე ბესარიონის ძე ყანჩელი მუშაობდა ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლად

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დ. კასრაძე თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ყაზანის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში მუშაობდა.