ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49207

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, ნინო ყიფიანი იყო უპარტიო.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი იყო საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იმდროინდელი კრიტიკოსები მას „ტეტიათა მოტრფიალეთა“ იდეოლოგიური პლატფორმის მიმდევრად აღიარებდნენ.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ეკუთვნოდა ხალხოსნურ დაჯგუფებას.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ კუჭაიძე და შაბანოვი.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი გახდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე თედო სახოკია ირიცხებოდა აკადემიურ კორპორაციაში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს თედო სახოკია გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს დიმიტრი ხოშტარია (დუტუ მეგრელი) გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე დუტუ მეგრელი ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ნინო ყიფიანი ირიცხებოდა ქართველ მწერალთა ორგანიზაციაში.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.

1930

ტიპი: ორგანიზაცია

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანი რაღაც დროით მწერალთა კავშირიდან იყო გარიცხული.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში სერაფიონ მაჭარაშვილი სოციალ-ფედერალისტული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ ტაბატაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ივანე კურცხალია იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ მაჭარაშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ნესტორ წერეთელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გიორგი გუჯეჯიანი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე წერეთელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.