ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ერისთავი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო მიხეილ ივანეს ძე ილურიძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ფოთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი დარუბანდში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს პოდპოლკოვნიკი სოლომონ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა უარი თქვა დამხმარე წევრობაზე.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში საზოგადოების საქმეებს განაგებდნენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. სხვა წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. კანდიდატები: გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

პირები
ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი) სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (მაზაკვალი) რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი ვასილ ილიას ძე რცხილაძე
წყარო

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887-1898 წლებში ლევან ალექსანდრეს ძე ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს ანასტასია თუმანიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ჩამოყალიბებული ქართველ სტუდენტთა წრის მუშაობა სტუდენტთა არეულობის გამო შეწყდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ინფორმაციით, იმიერ კასპიის ოლქი კავკასიის მმართველობას აღარ დაექვემდებარებოდა და საკუთარი გამგეობა მიენიჭებოდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა 1883 წელს დაარსდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზის ეპარქია საქართველო-იმერეთის „სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილიდან ვგებულობთ, რომ ადგილობრივი ეპარქია „საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილ წერილში ავტორები ითხოვდნენ, რომ „იმერეთის სასინოდო კანტორას“ ვლადიკავკაზის ეპარქიის ოსეთის სამღვდელოებისთვის „ღვთისმშობლის სახელობაზე დაარსებული ძმობისგან“ დაბეჭდილი წიგნები განკარგულების წესით გაეგზავნა.