ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40214

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წლის 20 იანვარს იონა მეუნარგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო ყრილობაზე მმართველობის წევრად აირჩიეს.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ბარბარე სოლომონის ასული ნაკაშიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე გამრეკელი, ესტატე გიორგის ძე იოსელიანი და ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობის წევრობის კანდიდატები იყვნენ ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი, დ. ი. ავალოვი და ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია და გიორგი კურდღელას ძე უთურგაური.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ოქროპირ ელიზბარის ძე ხევსურიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს გრიგოლ დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოებას მართავდა საერთო კრება. კრებაზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა წლიური ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თავმჯდომარეს (სამი წლით), სარევიზიო კომისიას, საზოგადოების გამგეობისა და ნამდვილ წევრებს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 15 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ კრებაზე ილია ჭავჭავაძე 41 ხმით 5-ის წინააღმდეგ გამგეობის წევრად აირჩიეს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების 1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოების პრიორიტეტი იყო: დაწყებით სასწავლებელში სწავლის ქართულ ენაზე წარმართვა, არსებული სკოლების დახმარება და ახლების გახსნა, სახალხო სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება, სახელმძღვანელოებისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის გამოცემა, ახალი პედაგოგების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთაგან და პედაგოგიური კურსების გამართვა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს კონსტანტინე იასეს (იოსების) ძე ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი იყო სოფიო წულუკიძისა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნესტორ იოსების ძე წერეთელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ (გიგო) დიმიტრის ძე გაბაშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ბათუმში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ახალქალაქში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი დუშეთში.