ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41380

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წელს დაბადებული რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძე იყო მენშევიკების კომიტეტის წევრი. არალეგალურად მუშაობდა ბათუმში. ცნობილი არ არის, რა ევალებოდა პარტიაში და რითი იყო დაკავებული. მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ოფიცრის ჩინით ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1923 წლებში ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ახალგაზრდა მარქსისტთა წევრი იყო.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე 1902 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, ის დიდ ჯიხაიშში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც დიდ ჯიხაიშში ვაჭრობდა, და ა.შ. სულ ცხრანი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-დან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე, პარტიული ფსევდონიმით გედი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი იყო.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.