რეგისტრირებული ფაქტები43111
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი და სხვები.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე, ხონში — კესარია ციციშვილისა და პოლიევქტო კიკალიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ირაკლი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონში არსებული ელებე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელებე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლების საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ჭიათურაში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავრობის ბრძანებულებით, დროებითი საგანგებო სასამართლოს წევრები იყვნენ: სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე, გ. ჩიჩუა, ილია გიორგის ძე ბადრიძე, დ. ტატიშვილი და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მისიონერთა განყოფილების წევრი გახდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1 იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე თორაძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე სვიმონ ღოღობერიძე ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის ანთრპოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და ეთნოგრაფიის საიმპერატორი საზოგადოების წევრი იყო.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მთვარელიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე დავითის ძე ჟორდანია საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.