რეგისტრირებული ფაქტები41018
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.
1881
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე თავის სახლში მიიწვია მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა და სთხოვა, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად მონაწილეობა მიეღო გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილი საგურამოში მიიპატიჟა.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წელს გიორგი ლეონიძის მასწავლებლები იყვნენ შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და ვასილ ბარნოვი.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გიორგი ლეონიძე მოხვდა ვასილ ბარნოვის მოსწავლეთა რიცხვში.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა ვაჟები: ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 10 მარტს გელათიდან წამოსული ილია ჭავჭავაძე ნიკო ღოღობერიძემ მიიპატიჟა სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც შეხვდა გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივსაცემოდ ახალი სუფრა გაშალეს და წვეულება განაგრძეს, ღამე ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, ანტონ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე ეკატრინე.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ ესტატეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა ვაჟები: ანტონ, ნიკოლოზ და ვასილ ფალავანდიშვილები.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანისგან სამადლობელი წერილი მიიღო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის დედა ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს მარიამ ვლადიმერის ასულ ადლერბერგთან ორი შვილი 11 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილი ჰყავდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვერა იოსების ასული ვარაზაშვილი სოფრომ და მარიჯან ვარაზაშვილების რძალი იყო.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძე ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის ბიძაშვილი იყო.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ქართული ლიტერატურისა და მწერლობის სიყვარული სოლომონ ცაიშვილს ჯერ კიდევ 1910 წელს სამრევლო სკოლაში ჩაუნერგა ცნობილი მწერლის იონა მეუნარგიას ოჯახმა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს მიხეილ ვეზირიშვილმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია, ისინი მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 17 იანვარს ვარლამ ჭილაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძესთან დადო ხელშეკრულება მისი ნაწერების გამოქვეყნების შესახებ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 24 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო რუსი ორიენტალისტის, ალექსეი გრენის წერილი და მისი ნაშრომი ქართული ენის შესახებ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.